ახალი ტიპის კორონავირუსი კოვიდ-19 ჩინეთის ქალაქ უჰანში ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „ინტერნეტ 2.0.“-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. ანგარიშში საუბარია ჰუბეის პროვინციაში „პისიარ“ ლაბორატორიების აღჭურვილობის შესაძენად გაფორმებულ კონტრაქტებს.
კვლევამ აჩვენა, რომ 2019 წლის ხარჯები 2018 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და, რომ ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა 2019 წლის ზაფხულში შეინიშნებოდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხარჯების ზრდა განპირობებული იყო დაავადებების კონტროლსა და პრევენციასთან დაკავშირებული ორგანოების შესყიდვებით.
ანალიზის შედეგები უკვე გადაეცა აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებს.