იაპონიას ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ჰყავს

04 ოქტომბერი 2021, 18:48 853 ნახვა

იაპონიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის რიგით მე-100 პრემიერ-მინისტრი მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე,  ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კისიდა გახდა.  მთავრობის ახალი შემადგენლობა მინისტრთა კაბინეტის ახალმა გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ დაასახელა.  ახალი მთავრობის 19 -დან 13 წევრი მინისტრის პორტფელს პირველად ჩაიბარებს.  სოფლის მეურნეობის მინისტრი 77 წლის გენძირო კანეკო პირველად შევიდა მთავრობის შემადგენლობაში. 19-დან 7 პირს ადრე სამინისტროებს ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვს.  მათგან 3 წინა მთავრობის წევრი იყო.  საგარეო საქმეთა  და თავდაცვის მინისტრებმა თანამდებობები ახალ მთავრობაშიც შეინარჩუნეს. იაპონიის მინისტრთა კაბინეტში 3 ქალი შევიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი