სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნაში ასახული ყველა შენიშვნა და ხარვეზი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული - დავით ზალკალიანი

04 ოქტომბერი 2021, 12:52 669 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მასშტაბი, რომლითაც საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში იყვნენ წარმოდგენილები, უპრეცედენტოა.

დავით ზალკანიანის განმარტებით დამკვირვებლებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს და მათ ანგარიშებში მოხსენებული ხარვეზები გათვალისწინებული იქნება.

მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის.

„რა თქმა უნდა, წინასწარ კვლევაში შესაბამის ხარვეზებსა და ნაკლოვანებაზე იყო გაკეთებული აქცენტი. მაგრამ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელთან და დირექტორთან ჩემს გუშინდელ შეხვედრაზეც აღინიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იქ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის ჩვენზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, არის მსგავსი დარღვევები. თუმცა ყველა შენიშვნა და ხარვეზი, რომელიც ასახული არის წინასწარ დასკვნაში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ერთხმად იყო აღნიშნული, რომ წინა, საპარლამენტო არჩევნებიდან, გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არის, თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით, რაც იყო წარმოდგენილი როგორც ეუთოს, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი