აქცია ციხისძირში

08 მაისი 2016, 00:00 3588 ნახვა

აქცია ციხისძირში. ე.წ. სტალინის უბნის მცხოვრებლები დაზიანებულ გზას, ზაფხულობით უწყლობას და დასახლების ნაწილის ბუნებრივი აირის გარეშე დატოვებას უჩივიან. მათი თქმით, ერთ კილომეტრიანი გზის მოწესირიგებას წლებია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ამბობენ, რომ გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით, ცუდ ამინდში, რადგან ტერიტორია იტბორება. ზაფხულში კი, სასმელი წყლის პრობლემა ექმნებათ, რის გამოც დამსვენებლების მიღება უჭირთ. წყალი, უბანს გრაფიკით მიეწოდება.

აქციის მონაწილეები, ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ, ცენტრალურ მაგისტრალზე, ე.წ. ზებრას დახაზვასაც ითხოვენ. მათი თქმით, ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანები, ქუჩის გადაკვეთისას ქვეითებს საფრთხეს უქმნიან, განსაკუთრებით მოზარდებს. 

ამავე კატეგორიაში