კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის სოფლებსა და თემებში ხელმისაწვდომია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაიკეთოს აცრა ფაიზერით, სინოვაკით ან სინოფარმით. ამ დროისთვის აჭარაში სულ 208 485 ვაქცინაა ადმინისტრირებული.
რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, საქართველოში კორონავირუსის 1751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი.