იაპონიის მმართველ პარტიას ახალი ლიდერი ჰყავს

29 სექტემბერი 2021, 15:35 687 ნახვა

იაპონიის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერის გამოსავლენად ჩატარებულ არჩევნებში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გაიმარჯვა. კენჭისყრის მეორე ტურის შედეგად კიშიდამ 257 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, ვაქცინაციის საკითხებში მინისტრმა ტორო კონომ კი - 170. მმართველი პარტიის ლიდერი უდავოდ გახდება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი და იოშიჰიდე სუგას ჩაანაცვლებს. ახალ პრემიერს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი