კომპანია ფაიზერი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის სამმართველოსგან კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მისი ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვას ელოდება. ყველას 12 წლის ასაკიდან დაწყებული პრეპარატის ერთნაირ დოზას 30 მიკროგრამს უკეთებენ. კომპანიის კვლევებში 2 ათას 268 უმცროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა.ჯგუფს, რომელიც ვაქცინას ღებულობდა, ორი დოზის სქემით 10 მიკროგრამს 21-დღიანი ინტერვალით უკეთებდნენ. ასეთი შემცირებული დოზირების მიუხედავად მეორე დოზის შემდეგ 5-დან 11-წლამდე ბავშვებში ანტისხეულების დონე ისეთივე მაღალი იყო, როგორც მოზარდებსა და ახალგაზრდებში. გვერდითი ეფექტებიც ანალოგიური აღმოჩნდა, ტკივილი ნემსის გაკეთების ადგილზე, ცხელება და თავის ტკივილი.