Youtube-მა „რაშა თუდეის“ ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა

29 სექტემბერი 2021, 12:49 779 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის რუსეთის სამთავრობო უწყებებს მოსთხოვს, მიიღონ საპასუხო ზომები იუთუბისა და გერმანული მედიასაშუალებების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც იუთუბიმ „რაშა თუდეის“ გერმანულენოვანი პროექტები აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. სამინისტრომ ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც "უპრეცედენტო საინფორმაციო აგრესიის აქტი", რომელიც იუთუბიმ გერმანიის ხელისუფლების დავალებით განახორციელა.   იუთუბმა რაშა თუდეის ორი არხი კოვიდ-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი