საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ტრიუმფალურ თაღთან ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები.