მეწყრის შედეგად დანგრეული სახლიდან გადარჩენილი ნივთები გამოაქვთ 

23 სექტემბერი 2021, 10:59 1018 ნახვა

წლების განმავლობაში ნაშენები სახლი მეწყერმა ერთ წუთში წაიღო. სოფელ ქობულეთში ვერულიძეების ექვსწევრიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. სახლი, რომელიც ოჯახისთვის ერთადერთი თავშესაფარი იყო, მიწის მასამ ხევში მთლიანად ჩაიტანა. ახლა მხოლოდ სახურავის ფრაგმენტები ჩანს. მეწყრის შედეგად დანგრეული სახლიდან გადარჩენილი ნივთები გამოაქვთ. ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს და როგორც გავარკვიეთ, მიზეზს დაზარალებულები ფერდსამაგრ სამუშაოებს უკავშირებენ, რომელიც მათი ვარაუდით, არასწორად ჩატარდა. ვერულიძეები ამჟამად ნათესავთან გადავიდნენ საცხოვრებლად.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი