აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რა უფლებასაც კანონი აძლევთ.
''ეს ყველაფერი უნდა გამოითხოვოთ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურიდან. მაშინ ჩვენ ვიქნებით ''ნაციონალური მოძრაობა'', რომელიც შედიოდა და ანგრევდა კონკრეტულ კერძო საკუთრებებს. გინდათ ძალმომრეობითი მეთოდები? ჩვენ მივყვებით კანონს და სასამართლოს. მერიამ დააჯარიმა, ყველა ღონისძიება გაატარა, სხვა რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რა უფლებასაც კანონი გვანიჭებს. უწყებები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.
გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა.
კომპანიამ 7 კორპუსი უკვე ააშენა. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ "მეტრო ტერმინალი" უკანონო მშენებლობისთვის ექვსჯერ დააჯარიმა.