დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. თარიღი ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამისთევით შესრულდა ღვთიმსახურება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში.საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მართმადიდებელ ეკლესიაში ღვთიმსშობლის შობის დღესასწაული ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში დადგინდა.