2 კვირა თვითმმართველობის არჩევნებამდე

18 სექტემბერი 2021, 20:30 868 ნახვა

წინასაარჩევნო გარემო ცხელ ფაზაში გადადის, დღეს ქართული ოცნების ხელვაჩაურის ოფისში მიშა ბოლქვაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად მივიდა და მმართველი გუნდი მისი პლაკატების დახევაში დაადანაშაულა, შემდეგ კი მან ახალშენში გადაინაცვლა, სადაც ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ და სიტყვიერ დაპირისპირებაში შევიდა მათთან.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ,რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და პროვოკაციები არჩევნების შემდეგაც იქნება, რადგან ოპოზიცია წააგებს, ხოლო ოპოზიციაში თვლიან, რომ სამი ოქტომბრიდან ხელისუფლება შეიცვლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში