საქართველოში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია

15 სექტემბერი 2021, 18:20 233 ნახვა

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხმის უფლება ქვეყანაში 3 მილიონ 540 ათას 609 პირს ექნება. ცესკომ დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა ერთიანი სიისთვის  მონაცემები მიიღო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  ინფორმაციას ახლა უკვე სხვა უწყებებიდან ელოდებიან, რის შემდეგაც მონაცემები  დამუშავდება და განახლებული ამომრჩეველთა  ერთიანი სია შედგება. სიების  დაზუსტებული ვერსია მოგვიანებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს დაეგზავნება. საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია ამომრჩევლებთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება პოლიტიკური პარტიების, საინიციატივო ჯგუფებისა და დამკვირვებლებისთვის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი