საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი სამსახურის გარეშე დარჩება, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც არ ექნებათ გაკეთებული.
ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განკარგულებით, ხვალიდან არავაქცინირებული მედპერსონალი ვერ იმუშავებს და ხელფასს ვერ მიიღებს. არავაქცინირებულებს ბიულეტენზე გასვლაც ეკრძალებათ.
დამსაქმებლები თანამშრომლების ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შეუმოწმებლობისთვის 135 ევროთი დაჯარიმდებიან.