ჩინეთში ეპიდაფეთქება დაწყებით სკოლაში დაფიქსირდა

14 სექტემბერი 2021, 16:01 1546 ნახვა

ჩინეთშის ფუძიანის პროვინციაში კოვიდ-19-ის ახალი აფეთქება დაწყებით სკოლაში დაფიქსირდა. 

აფეთქების წყაროდ ერთ-ერთი მოსწავლის მამა მიიჩნევა, რომელიც სინგაპურიდან დაბრუნდა. მას კორონავირუსი 38 დღის შემდეგ გამოუვლინდა.  

21-დღიან კარანტინში ყოფნისას კოვიდ-ინფიცირებლს  9 "პი-სი-არ" ტესტი ჩაუტარდა, რომელთა  პასუხი უარყოფითი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტესტები ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა ჩაიტარა მას შემდეგ, რაც 4 დღეში იქ ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში