თალიბები ქვეყნის კონსტიტუციის გადაწერას აპირებენ

13 სექტემბერი 2021, 18:30 1257 ნახვა

ავღანეთის ხელისუფლებაში მოსული თალიბანის მოძრაობა ქვეყნის კონსტიტუციის გადასახედად სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ავღანეთის კონსტიტუციას გადაწერენ, ან მასში შესწორებებს შეიტანენ  როგორც კი ახალი  მთავრობა დამტკიცდება.  თალიბების მოთხოვნით,   ქვეყნის მთავარ კანონში უნდა  ჩაიწეროს, რომ ავღანეთი ისლამური სახელმწიფოა.  თალიბებმა ერთი თვის წინ  სამთავრობო ძალებზე შეტევები გაააქტიურეს, 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული დაიკავეს და  ომის დასრულების შესახებ განაცხადეს. 31 აგვისტოს ქაბულის აეროპორტი ავღანეთში 20 წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს.  6 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ყველა პროვინციას აკონტროლებენ და დროებითი მთავრობის შემადგენლობა დაასახელეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში