ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, 48.6% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 27.1% კი "ნაციონალურ მოძრაობას" - "ქართული ოცნების" კვლევა

10 სექტემბერი 2021, 12:27 1420 ნახვა

"ქართულმა ოცნებამ" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 

თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 48,6%-ით ლიდერობს.

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 48.6%.

"ნაციონალური მოძრაობა" - 27.1%.

პარტია "საქართველოსთვის" - 5.8%.

"გირჩი-მეტი თავისუფლება" - 3.4%.

"მოქალაქეები" - 2.6%.

"პატრიოტთა ალიანსი" - 2.4%.

"მესამე ძალა" - 2.3%.

"ლელო" - 2.3%.

"ლეიბორისტული პარტია" - 1.2%.

"გირჩი"- 1.1%.

"ევროპული საქართველო" - 1.1%

სხვა - 2.1%.

ჩატარებული კვლევის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს, მას მოსდევს ნიკა მელია და გიორგი გახარია.

კითხვაზე ხვალ, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით გადანაწილდა:

კახა კალაძე -56,1%

ნიკანორ მელია-28.3%

გიორგი გახარია-6,2%

ანა დოლიძე-2,2%

საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი