გახარიას პარტია დაბა ქედის მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

08 სექტემბერი 2021, 17:47 1642 ნახვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიას კიდევ ერთი წევრი ტოვებს. ამჯერად გიორგი გახარიას გუნდს დაბა ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი მახარაძე ეთიშება. მან უკვე მოხსნა თავისი კანდიდატურა.  იგი პოლიტიკური მოტივით პარტიის დატოვებას კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. გუშინ ყოფილი პრემიერ -მინისტრის გუნდი ხულოში მაჟორიტარობის ერთერთმა  კანდიდატმა ილია კოჩალიძემ დატოვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი