კონგრესმენების შეხვედრები

08 სექტემბერი 2021, 14:54 825 ნახვა

ამერიკელ კონგრესმენებს უკვე შეხვდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, რომელმაც აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომ არ შეიძლება ევროპასა და ამერიკასთან შეთანხმებისა და ვალდებულების შესრულებაში მუდმივად პრობლემები ჰქონდეს ქვეყანას.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში პოლარიზება უნდა დასრულდეს და პოლიტიკოსებმა შეთანხმების შესრულების გზით უნდა იარონ.

გარდა ამისა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან მედიასა და მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი