„თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა საშიშროებას საქართველოში ვერ ვხედავ - ტიკარაძე

08 სექტემბერი 2021, 12:04 1497 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ​კორონავირუსის ''მიუ'' შტამს აკვირდებიან და მასზე ჯერ მსოფლიოშიც არ არის ინფორმაცია.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში ვერ ხედავს. 

'' ჯერჯერობით სრული ინფორმაცია ამ შტამზე არ გვაქს არა მარტო ჩვენ არამედ მსოფლიოს. ყველანი ვაკვირდებით როგორი იქნება მისი ქცევა. დამატებით ინფორმაციას, მას შემდეგ რაც ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან მეტი დეტალი გვეცოდინება მოგახსენებთ.

ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უბრალოდ უნდა ვიცოდეთ თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება. ამას ვაკვირდებით კონკრეტულად. 

სავარაუდო მოლოდინი რაც არის კლინიკურ ნაწილში, არ იქნება განსხვავებული მეთოდი, შესაბამისად, ამ კუთხითაც მზად ვიქნებით. ვაკვირდებით იმას, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება მეტად რისკის შემცველი, რის შედეგადაც დამატებით ღონისძიებებს მივმართავთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

ცნობილი გახდა, რომ ე.წ. მიუ შტამი მეზობელ ქვეყნებში გამოჩნდა. ორი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ''მიუ'' შტამი პირველად კოლუმბიაში დაფიქსირდა 2021 წლის იანვარში. კორონავირუსის მიუ ვარიანტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც B.1.621, დაემატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინტერესის სიას 30 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც იგი 39 ქვეყანაში იქნა აღმოჩენილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი