ხანძარი ინდონეზიის ციხეში

08 სექტემბერი 2021, 09:47 668 ნახვა

ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში, ტანგერანგის ციხეში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 40 და დაშავდა ათობით ადამიანი.  მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.  „ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.

ციხის ის ბლოკი, სადაც ხანძარი გაჩნდა 122 პატიმარზეა გათვლილი. ინდონეზიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ციხე გადატვირთული იყო, თუმცა არ აკონკრეტებენ, რამდენი პატიმარი იმყოფებოდა იქ ხანძრის დროს.

მთავრობის მიერ სექტემბერში გავრცელებული მონაცემებით, ტანგერანგის ციხეში, რომელიც 600 პატიმარზეა გათვლილი, 2 000 პირი იხდიდა სასჯელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი