სპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეს ტესტი - საკოორდინაციო საბჭო

07 სექტემბერი 2021, 13:43 699 ნახვა

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების თაობაზე. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე და იმ პირობით, რომ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან უნდა ჰქონდეს ჩატარებული ტესტი.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან ჰქონდეს ჩატარებული 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში