საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად ფულად ჯილდოებს გაათამაშებს.
ლატარიის ბიუჯეტი 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. ლატარია ყოველდღიურად წლის ბოლომდე გათამაშდება.
''იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები. ყოველდღიურად, 100-დან 500 ლარამდე გათამაშდება, ყოველკვირეულად - 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ლატარიაში კი მონაწილეობას ნებისმიერი ის მოქალაქე მიიღებს, ვინც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.