ცვლილება ამნისტიის შესახებ კანონში

06 სექტემბერი 2021, 14:44 978 ნახვა

ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ კანონპროექტს არ ეთანხმება.

პოლიტიკურ დევნად აფასებენ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის ოპონენტები ამნისტიის კანონპროექტის განხილვას.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტს "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად შეასრულებენ.ისინი პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებენ და თვლიან, რომ ეს კანონპროექტი შეესაბამება ყველა ნორმას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში