საქართველოში კორონავირუსის1120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4905.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 16 149 ტესტი ჩატარდა.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 565 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 519 673 გამოჯანმრთელდა, 7 867 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია 1 326 033 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 298.