უამინდობის გამო ბათუმში 30-მდე ქუჩაზე წყალმომარაგება დღეს გვიან ღამემდე შეწყდება . აბონენტებისთვის წყლის მიწოდება დილიდან დაიწყება- აღნიშნულს ბათუმის წყალში მდინარეების- ჩაქვის , ყოროლისთავისა და ლეჩას სათავე ნაგებობების ამღვრევას უკავშირებენ. ორდღიანი უხვი ნალექის შედეგად ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ათობით ტერიტორია დაიტბორა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ხვალიდან ელოდებიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე