აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა - ამირან გამყრელიძე

03 სექტემბერი 2021, 16:08 1403 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა.

მისივე თქმით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.

„აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე​.

სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში.

 მსოფლიოში კოვიდი დღეს, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა, სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს - სიმსივნებს. ყველა ათას ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი