26 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით სერბეთში კრივში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა უკვე დაიწყო საწვრთნელი შეკრება, რომლის პირველ ეტაპს ბათუმში, კრივის აკადემიაში გადის.
ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ეს პირველი დიდი ტურნირია, რომელშიც ქართველი მოკრივეები მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატისთვის 13 წონითი კატეგორიის 24 მოკრივე ემზადება.