31 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 423 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 560 პაციენტი, გარდაიცვალა 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 993. მძიმე პაციენტია 157, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 40 პირი.
2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 – თბილისში, 1 033 – აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 11.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 664 პირი, აჭარაში – 5 975.