საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 79 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4753 პირი.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 43 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, „პისიარ“ ტესტით – 12 136.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის –10,26 %, ბოლო შვიდი დღის – 9,76%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა - 423, იმერეთი - 608, ქვემო ქართლი - 244, შიდა ქართლი - 364, გურია - 146, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 405, კახეთი - 438, მცხეთა-მთიანეთი - 159, სამცხე-ჯავახეთი - 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 181, აჭარაში - 993, იმერეთში - 1 125. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში - 705, აჭარაში - 157, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 23. 2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 - თბილისში, 1 033 - აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 11.
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 118 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 664, პირი, აჭარაში - 5 975, იმერეთში - 4 199.