აბიტურიენტთა 76% სტუდენტი გახდა - გამოცდების შედეგები ცნობილია

30 აგვისტო 2021, 18:25 1095 ნახვა

პანდემიის პირობებში, წელს უკვე მეორედ ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში 29 ათას 362  აბიტურიენტი  ჩაირიცხა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა ,  სახელწიფოს 100 % დაფინასება კი 4 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 ათას 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.   პირველკურსელებმა  იმ უმაღლეს  სასწავლებლებში,    სადაც  მოხვდნენ,  რეგიტრაცია  უახლოეს ერთ კვირაში უნდა გაიარონ. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ეროვნული გამოცდების შედეგები აპლიკანტთა დაახლოებით 3%-მა გაასაჩივრა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში