სანქციები დროშის დაზიანებაზე-კომიტეტის სხდომა

30 აგვისტო 2021, 17:56 1052 ნახვა

პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანების საკითხს პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის აზრით, კანონპროექტი ფასადურია და ინიციატივას მხარს არ უჭერს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სანქციები  სამართლიანია. ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, სანქცია ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.  კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა არჩევნების შემდეგ იგეგმება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი