ბოლო 24 საათში კორონავირუსის გავრცელების მხრივ დინამიკამ მცირედით, მაგრამ იკლო, თუმცა ისევ ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს. კვლავ 70-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ,,კოვიდ 19“-ით.
შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მოსახლეობა ისევ არ ამბობს უარს ქორწილებზე, დაბადების დღეების ხალხმრავალ გარემოში აღნიშვნასა და სხვა ამ ტიპის ღონისძიებებზე. პანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის და აცრა ამ ვითარებაში ოქროს სტანდარტია. იმუნიზაცია არის ერთადერთი და უკონკურენტო.
თუ მოსახლეობა გააგრძელებს ისევ ამავე რეჟიმში ცხოვრებას, არ გამოიყენებს ნიღაბს და არ შეამცირებს მობილობას, არ არის გამორიცხული რეგულაციები გამკაცრდეს - ასეთია სპეციალისტების პროგნოზი.