კიდევ ორი ვერცხლის მედალი ტოკიოდან

29 აგვისტო 2021, 14:22 1455 ნახვა

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

70 კგ წონით კატეგორიაში ინა ქალდანმა მექსიკელი და იაპონელი მეტოქეები დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტისა, რომელიც ფინალში გავიდა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი რევაზ ჩიკოიძემ იაპონელი და უზბეკი ძიუდოისტების დამარცხების შემდეგ ფინალში ირანელ მუჰამადრეზა ხეიროლაჰზადეჰსთან ტრავმის გამო, უბრძოლველად დათმო.  

ამ დროისათვის საქართველოს პარალიმპიურ დელეგაციას ტოკიოში 3 ვერცხლის მედალი აქვს. პირველი მედალი მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში