კორონავირუსით გარდაცვალების ისევ მაღალი მაჩვენებელი. ბოლო რამდენიმე დღეა ვირუსით გარდაცვალების 60-დან 79-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო დღე ღამეში კოვიდ 19-ს 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის აჭარაში 11-ი.
ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი თბილისში სავალე ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ჩატარებული ნაკლები ტესტირების ფონზე კი ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თამუნა გაზდელიანი გააგრძელებს თემაზე საუბარს.