პანდემიის ფონზე განახლდება თუ არა საკლასო ოთახებში სწავლა გარდა ეპიდვითარების დასტაბილურებისა, პედაგოგების ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.
ვაქცინირებულთა პროცენტულმა რიცხვმა 80% უნდა შეადგინოს. ამ ეტაპზე აცრილია პედაგოგების 46%. აცხადებენ, რომ განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მოესწრება თუ არა სკოლის დაწყებამდე მასწავლებელთა უმრავლესობის აცრა ჯერ უცნობია.