თალიბანმა ქაბულის აეროპორტის ნაწილი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია

28 აგვისტო 2021, 12:17 762 ნახვა

პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთში ევაკუაციის პროცესის დროს ტერორისტული აქტის მცდელობები კვლავ მოსალოდნელია. უცხოური მედიის ცნობით, თალიბანმა ქაბულის აეროპორტის ნაწილი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია, კერძოდ, თალიბები აეროპორტის სამხედრო სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.

ევაკუაციის მისიის დასრულებამდე 31 აგვისტომდე, ქაბულის აეროპორტზე კონტროლი აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა და მათ მომხრეებმა უნდა განახორციელონ. საერთაშორისო საზოგადოებას ქაბულის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის 4 დღე დარჩა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი