ნინო თიბილაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია

25 აგვისტო 2021, 13:53 1529 ნახვა

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ფინალურ შეხვედრაში ჩინელ ბიან ჟინგთან 7:15 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ირმა ხეცურიანი კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. ქართველი პარამოფარიკავეები ტოკიოში რაპირით ფარიკაობაშიც გამოვლენ.

ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მედლებისთვის 28 აგვისტოს ინდივიდუალურ შეჯიბრში იბრძოლებენ, 29-ში კი - გუნდურში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში