ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ეტლით მოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ პირველობაში მედლებისთვის იბრძოლებენ.
ნინო თიბილაშვილი ფინალშია და ოქროს მედლისთვის ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს დაუპირისპირდება.ნახევარფინალში კი ირმა ხეცურიანის მეტოქე ძალიან გამოცდილი, ჩინელი შუმეი ტანი იყო, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. სამწუხაროდ, ხეცურიანმა უძლიერესი მეტოქის ბარიერი ვეღარ დაძლია და ანგარიშით – 8:15 დამარცხდა.
ჩვენი სპორტსმენი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს. მისი მეტოქე ჩინელი პარამოფარიკავე შაო რონგი იქნება.