მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 213 მილიონს გადააჭარბა

24 აგვისტო 2021, 10:46 777 ნახვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 213 მილიონს გადააჭარბა.  მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 190 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 18 მილიონს უახლოვდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 38.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.4 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი