გთხოვთ, მედიას მთავარი სლოგანი იყოს - წადი და აიცერი! ამბობს ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ეპიდემიის შეჩერებას მხოლოდ რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციაში ხედავს.
როგორც უკვე გითხარით, დღეს ქვეყანას პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავს გარდაცვლილი. საველე ჰოსპიტლების ოპერირების აუცილებლობა ქვეყანაში უკვე დადგა.
პირველი პაციენტები მოათავსეს დიღმის საველე ჰოსპიტალში. ცხრა კოვიდინფიცირებული გადის ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, სტაბილურია.
მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.