ეპიდსიტუაცია ძალიან რთულია და ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს - ამბობენ მედიკოსები. ყოველდღიურად ისევ იღუპება კოვიდით დაავადებული ბევრი ადამიანი. 59 გარდაცვლილიდან მხოლოდ აჭარაში 12 პაციენტია. მათგან სამი ქობულეთში და როგორც გვაქვს ინფორმაცია, უმრავლესობა არ იყო ვაქცინირებული.
გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა შემთხვევების მაღალ გავრცელებას უკავშირდება - კლინიცისტები აღნიშნავენ, რომ ხშირად შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და პროგნოზირება რთულია.
NCDC-ის რეკომენდაციაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა გარკვეული პირობებით გახდეს შესაძლებელი.