სკოლებში სწავლის დაწყებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტებით, სასწავლო პროცესის განახლება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, დღეს რომ სკოლებში, სწავლა მიმდინარეობდეს, აუცილებლად შეწყვეტდნენ.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ასევე 12 წლის ზემოთ მოზარდებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც, თუმცა უწყებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის რეკომენდაცია ჯერ არ მიუღია.