ეს ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს გაახმოვანა, რომლის შემდეგაც იგი ე.წ-ულ ოცნების ქალაქში იმყოფებოდა. ვიდეო -მასალა მოგვიანებით მედიას მთავრობის ადმინისტრაციამ მიაწოდა.
უწყების ინფორმაციით, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება, რაც ტერიტორიის ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.