სასტუმროს დაცვის ცემის ბრალდებით ტოკიოში ქართველი პარაოლიმპიელი ზვიად გოგოჭური დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძიუდოისტთა გუნდი სასტუმროში, კარანტინში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროს პერსონალის თქმით, ძიუდოისტები ხმაურობდნენ, რის გამოც დაცვამ მათ შენიშვნა მისცა და ოთახებში დაბრუნება მოსთხოვა.
პოლიციაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ პარაოლიმპიელმა 60 წლის კაცი იატაკზე დააგდო, რის შემდეგაც მას ნეკნების მოტეხილობა დაუდგინდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ძიუდოისტი დაკითხვაზეა, რომელმაც აღიარა, რომ ინციდენტის დროს ის და მისი თანაგუნდელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერის განცხადებით, ძიუდოისტს სავარაუდოდ, სახლში დააბრუნებენ.
ცნობისთვის, ზვიად გოგოჭური რიოს ოპლიმპიური თამაშების გამარჯვებულია.