ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს 

14 აგვისტო 2021, 15:10 772 ნახვა

პარტიამ „ანა დოლიძე- ხალხისთვის“, თბილისის მერის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა. ანა დოლიძის სლოგანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,მერი ყველასთვის“ იქნება- საარჩევნო ნომერი კი 48.

დოლიძე ამომრჩეველს  ჰპირდება, რომ დაასრულებს სიძულვილს, რომელიც დაამკვიდრა ორპოლუსიანობამ და იქნება - მერი ხალხისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, სოციალური წარმომავლობისა, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნისა, სქესისა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში