"ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის პრინციპებთან და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ." - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.
"საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს - ამ კანონებით შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეთ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ." - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.