პროტესტი ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვას

15 აგვისტო 2021, 18:25 2899 ნახვა

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზებას  აპროტესტებენ,  ამბობენ, რომ  ფარმაცევტები მედიკამენტებს  უკანონოდ ასაღებენ მომხმარებლები კი პრეპარატს ფარულად საცხოვრებლის სადარბაზოებში მოიხმარენ და ნარჩენებს სადარბაზოებში ტოვებენ, რის გამოც კორპუსში სრული ანტისანიტარია და ხმაურია.

 მოსახლეობა შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებასა  და ობიექტების გაკონტროლებას სთხოვს. ჩვენ შევეცადეთ დაკავშირებას,   სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან, უწყებაში  ზარს ამ დროისთვის არ უპასუხეს. ცნობისთვის,  სუსმა  გასულ თვეს თბილისში, ბათუმში, ლაგოდეხში გურჯაანსა და საგარეჯოს 27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა გამოავლინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში