აჭარაში კორონავირუსის 813 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 311 პაციენტი, გარდაიცვალა 4
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 880 პაციენტი, მათგან მძიმეა 137-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 19.
რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 1 298 პირი, საკარანტინო სივრცეებში 5.
თვითიზოლაციაში იმყოფება 5 687.